ნაია რივერას გაუჩინარება

მაშველების ვარაუდით ნაია რივერა დაიხრჩო, სამძებრო სამუშაოები გრძელდება

Onmanorama

რამდენიმე საათის წინ მსახიობი და მომღერალი, სერიალ Glee-ს ვარსკვლავი ნაია რივერა გაუჩინარდა.

რივერამ ოთხი წლის შვილთან, ჯოზისთან ერთად კალიფორნიაში, პირუს ტბაში დაქირავებული ნავით შეცურა. მოგვიანებით მაშველებმა ნავში მხოლოდ ჯოზი იპოვეს. ბავშვის თქმით, ისინი ნავიდან ტბაში საცურაოდ ჩავიდნენ, უკან ამოსვლისას დედა გაუჩინარდა.

მაშველების ვარაუდით, მსახიობი დაირხრჩო. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები, რომლებშიც ადგილობრივი სამართალდამცველები, რამდენიმე ვერტმფრენი და მყვინთავები არიან ჩართული, გრძელდება.

კომენტარები