ლესტერის სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული მომღერალი, როკ ჯგუფ Kasabian-ის ფრონტმენი, ტომ მეიგანი დამნაშავედ სცნო.
9 აპრილს, მეიგანი საცოლეს თავს დაესხა, რამდენჯერმე ხელი ჰკრა და მის დახრჩობას ეცადა.
ინციდენტის გამო ბენდის წევრებმა მეიგანი Kasabian-დან დაითხოვეს.
"ბენდის თითოეული წევრისთვის რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ოჯახური ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. 23 წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და სამომავლოდ დიდი გეგმები გვქონდა, სამწუხაროა, რომ ურთიერთობას ასე ვასრულებთ". – წერს ბენდი სოციალურ ქსელში.
სასამართლომ მეიგანს 18-თვიანი გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯა.