We Are Who We Are

ახალი მინისერიალის, WE ARE WHO WE ARE-ის თიზერი გამოვიდა

HBO

სატელევიზიო არხმა HBO ქსელში ახალი მინისერიალის, We Are Who We Are-ის თიზერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის ცენტრში 14 წლის ფრეიზერია, რომელიც მშობლებთან ერთად აშშ-დან იტალიაში გადადის.

მინისერიალი გახმაურებული ფილმის, Call Me By Your Name-ის რეჟისორის, ლუკა გუადანინოს პირველი სატელევიზიო პროექტია. სურათში მთავარ როლებს ჯეკ დილან გრეიზერი, ქლოი სავინი, ალისა ბრაგა და ფრანჩესკა სკორსეზე ასრულებენ.

რვა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა.

კომენტარები