მცხეთაში ორი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულას ინფორმაციას უდასტურებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობთ, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.