ერთიანი ეროვნული გამოცდები

2 აბიტურიენტს, რომლებიც ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდა

NAEC.GE

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ 2 აბიტურიენტს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ, 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდა.

"2 აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე, ჩაუტარდათ PCR ტესტირება და მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდინფექცია. ჩვენ, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში". – ამბობს სოფო გორგოძე.  

მისივე თქმით, დღეს, 7 ივლისს საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცდაზე აბიტურიენტთა 95% გამოცხადდა. დღეს გამოცდიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა.

"იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, თუმცა მათი განთავსება მოხდა სარეზერვო სექტორებში, არ მოგვიწია მათი არდაშვების გადაწყვეტილების მიღება". – ამბობს გორგოძე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 6 ივლისს დაიწყო. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები