ჯეფრი რაში

ჯეფრი რაშს ავსტრალიური გამოცემა Daily Telegraph-ი რეკორდულ კომპენსაციას გადაუხდის

ABC

ავსტრალიელმა მსახიობმა, ჯეფრი რაშმა გამოცემა The Daily Telegraph-ს სასამართლო დავა მოუგო. წაგებულ მხარეს რეკორდული კომპენსაციის – 3 000 000 ავსტრალიური დოლარის გადახდა დაეკისრა.

სამი წლის წინ გაზეთში რაშის შესახებ რამდენიმე სტატია დაიბეჭდა, რომელიც მისი კოლეგის, ერინ ჯინ ნორვილის მონათხრობს ეფუძნებოდა. ნორვილი ამბობდა, რომ მეფე ლირზე მუშაობისას ოსკაროსანი მსახიობი შეუფერებლად იქცეოდა. 

რაშმა თავის კოლეგასა და გამოცემას უჩივლა. სასამართლომ ნორვილის ჩვენება უსაფუძვლოდ და გადამეტებულად სცნო, ხოლო Daily Telegraph-ს პროფესიული და მორალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები