ერთიანი ეროვნული გამოცდები

საიდან გავლენ დამატებითი ავტობუსები საგამოცდო ცენტრებისკენ - ჩამონათვალი

თბილისის მერია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი ეღირება.

დამატებითი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე დაინიშნება: 

  • მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში  N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს. 
  • ავტობუსი ასევე მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. 
  • მეტროს სადგურ ვარკეთილიდან ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. 
  • მეტროს სადგურ სამგორის ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. 
  • მეტროს სადგურ დიდუბის ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს. 

ეროვნული გამოცდები, საგრანტო გამოცდები, საერთო სამაგისტრო გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები