დანია

დანიაში პატარა ქალთევზას ძეგლს "რასისტი თევზი" დააწერეს

Reuters

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე პატარა ქალთევზას ქანდაკებას უცნობმა პირებმა "რასისტი თევზი" დააწერეს. ქანდაკება ჰანს ქრისტიან ანდერსენის ცნობილ ზღაპარს ეძღვნება. პატარა ქალთევზა ზღვაში, ქვაზე ზის.

პოლიციის თქმით დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ვანდალიზმის მუხლით არის დაწყებული.

107 წლის ქანდაკება ვანდალების მსხვერპლი წასრულშიც გამხდარა. მას ორჯერ მოაჭრეს თავი.

აშშ-სა და ევროპაში შავკანიანთა უფლებების დაცვის მოთხოვნით დაწყებული მასშტაბური აქციების დროს არაერთი ქანდაკების აღება მოითხოვეს, თუმცა პატარა ქალთევზას სკულპტურა მათ შორის არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ "პატარა ქალთევზას" გარშემო დებატები გასულ წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Disney-მ ზღაპრის ეკრანიზაციაში ქალთევზას როლზე შავკანიანი მსახიობი დაამტკიცა.

კომენტარები