DUFFY

DUFFY ნეტფლიქსს: ამოიღეთ ბაზიდან ფილმი 365 DAYS, რომელიც გაუპატიურების რომანტიზებას ახდენს

US Weekly

უელსელმა მომღერალმა, Duffy-მ, სტრიმინგსერვის Netflix-ის ხელმძღვანელს, რიდ ჰასტინგს კატალოგიდან ეროტიკული ფილმის, 365 Days-ის ამოღება სთხოვა. არტისტის აზრით, რომელიც წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, პოლონური სურათი ტრეფიკინგის, მოტაცებისა და გაუპატიურების სასტიკი სამყაროს რომანტიზებას ახდენს.

"სანამ ამ სიტყვებს ვწერ, მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. გთხოვთ, ერთი წამით დაფიქრდით ამ რიცხვზე, რომელიც ინგლისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს უდრის. დაზარალებულთა 80% ქალები არიან, 50% არასრულწლოვანია. დარწმუნებული ვარ Netflix არ აჩვენებდა პროექტებს, რომლებშიც პედოფილია, რასიზმი, ჰომოფობია და გენოციდია რომანტიზებული. სამწუხაროა, რომ მოტაცებისა და სექს-ვაჭრობის შესახებ გადაღებულ ფილმს Netflix უბრალოდ ეროტიკულ დრამად აღიქვამს". – წერს მომღერალი.

რამდენიმე წლის წინ დაფი ნარკოტიკებით გააბრუეს და მოიტაცეს, მას ოთხი კვირის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ინციდენტის შესახებ მომღერალმა თებერვალში, სოციალურ ქსელში ისაუბრა.

365 Days პოლონური კინოგაქირავების ჰიტი გახდა. ფილმმა ადგილობრივ ბაზარზე $9 000 000 მოაგროვა. 

კომენტარები