ოზარკი

ოზარკს მეოთხე, ფინალური სეზონი ექნება

Deadline

მძაფრსიუჟეტიან სერიალ "ოზარკს" რიგით მეოთხე, ფინალური სეზონი ექნება. ინფორმაციას სტრიმინგსერვისი Netflix ავრცელებს.

შოუ 2017 წელს დაიწყო. სერიალის მთავარი გმირი ფინანსური კონსულტანტი მარტი ბერდია, რომელიც მექსიკელი ნარკობარონისთვის ფულის გათეთრების ოპერაციას შეიმუშავებს. მთავარ გმირს განასახიერებს მსახიობი ჯეისონ ბეიტმანი.

უკანასკნელი, მესამე სეზონი 2020 წელს გამოვიდა. დასკვნითი ნაწილის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. 

კომენტარები