მონეტენეგრო

მართლმადიდებელი უმრავლესობის მონტენეგროში ლგბტ+ წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონდა

პრაიდი მონტენეგროში. 2018 წელი.
RFEL

პირველ ივლისს მართლმადიდებლური უმრავლესობით დასახლებულ მონტენეგროში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონდა.

2011 წლის მონაცემებით, მონტენეგროს მოსახლეობის 72% მართლმადიდებელი ქრისტიანია.

მონტენეგრო დასავლეთ ევროპასა და ევროკავშირს გარეთ პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ლგბტ+ წყვილებს ლეგალურად ცნობენ.

81 პარლამენტარიდან ცვლილებებს მხარი დაუჭირა 42-მა დეპუტატმა. 

"მონტენეგროს საზოგადოებისთვის, მისი დემოკრატიული სიმწიფისა და ინტეგრაციის პროცესისთვის დიდებული, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია," - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმინისტრმა დუსკო მარჯოვიჩმა.

თავდაპირველად ამ კანონის მიღება 2019 წლის ივლისში უნდოდათ, თუმცა მაშინ პარლამენტმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

მონტენეგრო გაეროს 32-ე წევრი ქვეყანაა, სადაც ლგბტ+ წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის გარკვეულ ფორმას ცნობენ.

ლგბტ+ წყვილებს ევროკავშირის 28 ქვეყანაში შეუძლიათ დაქორწინება. 

ლგბტ+ თემის წევრები გადაწყვეტილებას მიესალმებიან. 

კანონი ერთ წელში ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც დებულებებს საბოლოოდ გააფორმებენ და სამთავრობო პირებს ტრენინგს ჩაუტარებენ.

მონტენეგროს მთავრობამ ლგბტ+ თემის უფლებები 2019-2023 წლის "სამოქმედო გეგმით" წაახალისა, რაც მოიცავს სამართალდამცავებისა და მედიკოსებისთვის ანტიდისკრიმინაციულ ტრენინგს.

"ამას ნამდვილად არ ველოდი... არაჩვეულებრივია, ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დღეა," - თქვა ლგბტ ფორუმის პროგრესის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ბარაკმა. 

ბარაკის თქმით, 30 ივნისს პარლამენტში დებატების მიმდინარეობის დროს, კანონის მოწინააღმდეგე პარლამენტის წევრებმა თქვეს, რომ ლგბტ+ სამოქალაქო პარტნიორობა "გლობალური მსოფლიო სატანების" მიერ არის დაკანონებული.

კომენტარები