2020 საპარლამენტო არჩევნები

ჩუგოშვილი: არ ვაპირებ, ახლო მომავალში რომელიმე პარტიას შევუერთდე

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ არ აპირებს, ახლო მომავალში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდეს. 

"მე რამდენიმე შეხვედრა და განხილვა მქონდა სხვადასხვა პირთან, ვინც არჩევნებში აპირებს პარტიის ფორმით მონაწილეობის მიღებას. მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და არ ვაპირებ, რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში. ჩემთვის პოლიტიკურ პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - თქვა ჩუგოშვილმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ არ იცის, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას გეგმავს. 

5 ივნისს თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ ლელოსგან პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. 

თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობა 2019 წლის 14 დეკემბერს, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

კომენტარები