მე მინდა, რომ მედიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, მე არ ვთვლი, რომ მედია უნდა იყოს ნეიტრალური, მედიის სიმპათიები უნდა ჩანდეს ღირებულებების მიმართ და თუ მე რომელიმე პარტია ამცდება ამ ღირებულებებში, გინდა გიგას პარტია, გინდა სააკაშვილის პარტია, იმას წინააღმდეგობას გავუწევ და ამისი მაგალითი არაერთი ყოფილა. მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი. ზოგადად, მე არ მომწონს, როდესაც პარტიულ ინტერესებზეა მიბმული ტელევიზია, იმიტომ რომ იმ პარტიას რა მოუნდება და როგორ შეიცვლის აზრს, არავინ იცის და იქ ხალხი ფუჭდება ამასობაში, იმიტომ რომ ჟურნალისტი [მედიაში] რაღაც ღირებულებების სამსახურში მიდის, მათ შორის.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჩერგოლეიშვილი: მედიის დღის წესრიგი ღირებულებებზე უნდა იყოს მიბმული და არა პარტიებზე
tbl.ge/4vrg
დაკოპირდა

ტაბულას დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას დღევანდელი მედიაგარემოს შესახებ ჰკითხა.
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: შერყეული სტატუს კვო ლოიალისტებისთვის უნდა გაააქტიურო ახალაიას თემა
- ჩერგოლეიშვილი: თუ შვილებს შვილიშვილების გაზრდაში არ დავეხმარებით, შობადობა დაიკლებს
- ჩერგოლეიშვილი: ენმ რეფერენდუმის სულისკვეთების ღალატისთვის სამაგალითოდ ჩაირეცხება
- ჩერგოლეიშვილი: საგამოძიებო კომისია ივანიშვილის ცირკია - ბოკერია მისვლას არ აპირებს
- ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილმა თავად შექმნა ეს კრიზისი, ქართული ოცნების შიგნით ჩნდება ბზარები




