ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესტმა ახალი სიმღერა – Wash Us In The Blood გამოუშვა.
ახალი კომპოზიცია მომავალ ალბომში – God's Country შევა. მუსიკალური ვიდეო არტურ ჯაფამ გადაიღო, ტრეკში კიდევ ერთი რეპერის, ტრევის სკოტის ხმა ისმის, არანჟირება კი ლეგენდარულ ჰიპ-ჰოპ არტისტს, დოქტორ დრეს ეკუთვნის.
ვიდეოკლიპში ლუისვილის პოლიციის მიერ მოკლული 26 წლის ექთანი, ბრეონა ტეიოლორი და ჯორჯიას შტატში სამოქალაქო პირების მიერ მოკლული ახმად არბერი ჩანან.