თბილისის მეტრო

21 სექტემბრამდე თბილისის მეტრო კვლავ შემცირებული გრაფიკით - 23:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო მგზავრებს კვლავ შემცირებული გრაფიკით 06:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურება. მერიის განმარტებით, მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

"აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო"! – წერია განცხადებაში. 

კომენტარები