8 მარტის შეთანხმება

ხოშტარია: გიორგი რურუას გამოშვების შემთხვევაში კენჭისყრას სიამოვნებით შევუერთდებით

რა თქმა უნდა, თუ გიორგი რურუას გამოუშვებენ ძალიან დიდი სიამოვნებით შევუერთდებით კენჭისყრას. თუ არ გამოუშვებენ, ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება არ ასრულებს შეთანხმებას, ქართულ ოცნებას არ უნდა ნორმალიზება, ქართული ოცნება აგრძელებს პოლიტიკურად გამოიყენოს მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის დარღვევა იმ პირობის, რომელიც დადო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს, 11:00-ზე არის ჩანიშნული. ხოლო, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის სხდომა 12 საათზე დაიწყება.

კომენტარები