თავდასხმა დიდ ბრიტანეთში

გლაზგოში, სასტუმროში თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლეს

glasgowlive.co.uk

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გლაზგოში სასტუმრო Park In Hotel-ში სამი ადამიანი დანით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ჯერჯერობით დადასტურებულია მხოლოდ ეჭვმიტანილის სიკვდილი, რომელსაც პოლიციამ ესროლა და მოკლა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გლაზგოს პოლიციის წარმომადგენლის სტივ ჯონსონის ინფორმაციით საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

პოლიციის განცხადებით ამ ეტაპზე მოკლული თავდამსხმელის გარდა პოლიციას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ის ძლიერ დამწუხრებულია გლაზგოში მომხდარი საშინელი შემთხვევის გამო.

კომენტარები