ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ინგლისის პრემიერლიგა 2019/2020

30-წლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა

პარასკევი, 26 ივნისი, 2020 - 03:56
ლივერპულის მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღნიშნავენ.
tbl.ge/4v58
დაკოპირდა

30-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულია.

მერსესაიდელები 2019/2020 წლის სეზონის გამარჯვებულები ოფიციალურად მას შემდეგ გახდნენ, რაც მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა და პირველ ადგილზე მყოფი ლივერპულის დაწევა შეუძლებელი გახდა.

ეს ლივერპულისთვის მე-19 პრემიერლიგის თასია - მათ 1989/1990 წლების სეზონის შემდეგ ის არ მოუპოვებიათ.

მიუხედავად მოწოდებისა "დარჩით სახლში", მერსესაიდული კლუბის ათასობით გულშემატკივარმა ენფილდის სტადიონთან გამარჯვება აღნიშნა.

გამარჯვება ერთად აღნიშნეს ლივერპულის ფეხბურთელებმაც - ელისონ ბეკერმა, ვირჯილ ვან დაიკმა და ალექს ჩემბერლენმა. ისინი სიტისა და ჩელსის თამაშს ერთად უყურებდნენ.

მანჩერსტერ სიტისა და ლონდონის ჩელსის დაპირისპირების დასრულების შემდეგ Sky Sports-ს ესაუბრა ლივერპულის მწვრთნელი, იურგენ კლოპი: 

"დაუჯერებელია! ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ეს გამარჯვება ჩემი მოთამაშეების გასაოცარი მიღწევაა და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მათი მწვრთნელი ვარ.

მე ამას კიდევ 30 წელს არ ველოდი, რადგან სულ 4 წელი და 6 თვეა რაც გუნდში მოვედი. ეს უდიდესი მიღწევაა." - თქვა იურგენ კლოპმა.

ლივერპულს ამ დროისთვის 86 ქულა აქვს და მას 23 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი მანჩესტერ სიტი. ამ მონაცემებით კი პირველი ოთხეული ასე გამოიყურება:

ლივერპული - 86 ქულა

მანჩესტერ სიტი - 63

ლესტერ სიტი - 55 ქულა

ჩელსი - 54 ქულა

პრემიერ ლიგალივერპულიგამარჯვებათასიმანჩესტერ სიტიჩელსიიურგენ კლოპიინგლისის პრემიერლიგა 2019/2020

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში