თბილისის მერია

ლომჯარია ბანერზე: აღქმას ტოვებს კონკრეტული მედიების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების

"ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა". – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის მიერ გამოქვეყნებულ ბანერს, რომლითაც კახა კალაძემ, კონკრეტული ტელეკომპანიების მითითებით, ფეიკნიუსებთან ბრძოლა გამოაცხადა.
 


ფოტო კალაძის ოფიციალურ Facebook გვერდზე დღეს, 25 ივნისს, გამოქვეყნდა. თბილისის მერის ახალი პროექტისთვის შექმნილ სპეციალურ ბანერზე, რომელსაც სოციალურ გვერდზე მერმა  გაუწია რეკლამირება, სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული - მთავარი არხის, TV პირველისა და ფორმულასი.

თბილისის მერმა ფეიკნიუსებთან ბრძოლის პროექტი 24 ივნისს დააანონსა და მის დაწყებას დღეს, 25 ივნისს გეგმავს.

ცნობითვის, 2019 წლის 20 სექტემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კომენტარები