Brooklyn Nine-Nine

BROOKLYN NINE-NINE უკვე გადაღებულ 4 სერიას ფლოიდის მკვლელობის გამო ხელახლა გადაიღებს

Brooklyn Nine-Nine

სერიალ Brooklyn Nine-Nine-ის უკვე გადაღებული ოთხი სერია პირვანდელი სახით აღარ გამოვა და შეიცვლება - მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე ანტირასისტული აქციები და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად სერიალის მსახიობმა, ტერი კრუსმა გაავრცელა.

"ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული საუბრები გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ წელს რაიმე ინოვაციურს შევქმნით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ვგეგმავთ, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოვიყენოთ", - თქვა ტერი კრუსმა.

Brooklyn Nine-Nine-ის ერთ-ერთი რეჟისორის, დან გურის თქმით, მათ უკვე შექმნილი ოთხი სერია "ნაგავში გადაყარეს."

"ჩვენ ისინი უბრალოდ ნაგავში გადავყარეთ. ყველაფერი ხელახლა უნდა დავიწყოთ. ამ წუთისთვის ჯერ არ ვიცი, რა გზით გადავწყვეტთ წასვლას." - თქვა მან.

შემოქმედებითი გუ ნდიდან არავის უთქვამს, სერიებში არსებული რა დეტალები გახდა მათი ხელახლა გადაღების მიზეზი.

Brooklyn Nine-Nine კომედიური ჟანრის სერიალია, რომელიც დეტექტივთა ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. ამ მხატვრულმა ნამუშევარმა 2014 წელს ორი ოქროს გლობუსი მოიპოვა.

კომენტარები