Fake News

მაღრაძე: არ იქნება ცუდი, თუ Fake News-ებისგან მეც დამიცავს ომბუდსმენი, როგორც პიროვნებას

მე ვარ ერთერთი მსხვერპლი Fake News-ების და აფილირებული ქართულ ოცნებასთან. ამიტომ ვარ ალბათ მსხვერპლი, თორემ თავისთავად პიროვნება გუგული მაღრაძეს არა მგონია, ერჩოდნენ.

არ იქნება ცუდი, თუ მეც, როგორც პიროვნებას, დამიცავს ხოლმე სახალხო დამცველი და ამაზეც გარკვეული რეაგირება ექნება, როცა აშკარად Fake-ნიუსებია

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას. Fake News-ებთან ბრძოლას ქართული ოცნებიდან თბილისის მერი კახა კალაძეც აპირებს. იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა, ფეიკ ნიუსებს საკუთარი Like-გვერდიდან დაუპირისპირდება.

კომენტარები