აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა

DTRA-მ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღჭურვილობა გადასცა

Shutterstock

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჩუქრად გადაეცა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება მასობრივი განდაგურების იარაღის აღმოჩენასა და იდენტიფიცირებაში. 

აღჭურვილობის ფუნქცია იმპროვიზირებული მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული აღჭურვილობა ასევე გამოიყენება ბიოლოგიურ, ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ შეტევაზე საპასუხოდ.

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო უზრუნველყოფს აღჭურვილობის მოხმარებისთვის საჭირო ცოდნის ქართველი პარტნიორებისთვის სწავლებასაც.

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო საქართველოში მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზნებს, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებები.

კომენტარები