8 მარტის შეთანხმება

ბოკერია 8 მარტის შეთანხმების შესახებ: ივანიშვილმა გადაწყვიტა, იმაიმუნოს

რას მეკითხებით, შეიძლება, თუ არა, რომ ასე ითქვას, რომ ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებას? თქმა ყველაფრის შეიძლება, ტყუილისაც. ამის მაგალითია ქართული ოცნება და მისი პროპაგანდისტული ორგანოები ყოველდღე. შეთანხმება მდგომარეობდა ორ რამეში: საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და კონკრეტული პოლიტიკური მოტივით დაჭერილი ხალხის გათავისუფლება. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ შიგნით და გარეთ, რომ ეს უნდა მოხდეს [პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება] და ჩვენ დავუჭერთ მხარს. [ბიძინა] ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ იმაიმუნოს ამ ზეწოლის ქვეშ. ჯერ მთელი თვეები იძახა, რომ [გიორგი] რურუა, [გიგი] უგულავა და [ირაკლი] ოქრუაშვილი საერთოდ რა შუაშიაო, მერე გაათავისუფლა ორი და ახლა გადაწყვიტა, რომ დემონსტრირება მოახდინოს, რომ რურუაზე შეუძლია, გადააგდოს

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საუბრობს 8 მარტის შეთანხმებაზე, რომლის ერთი ნაწილიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, ხოლო მეორე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები