მაიკლ კიტონი

მაიკლ კიტონმა, შესაძლოა, ბეტმენი კიდევ ერთხელ ითამაშოს

Deadline

მსახიობი მაიკლ კიტონი გოთემის მცველის როლს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს. 

გამომცემლობა The Wrap-ის ინფორმაციით, ფლეშის ეკრანიზაციაში, რომელშიც მთავარ როლს ეზრა მილერი ასრულებს, ბეტმენი გამოჩნდება. კინოსტუდიას Warner Bros.-ს კიტონთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

მაიკლ კიტონმა ბეტმენი პირველად ტიმ ბარტონის ფილმში 1989 წელს განასახიერა. რეჟისორმა და მსახიობმა ფრენჩაიზის კიდევ ერთ ნაწილზე, ბეტმენის დაბრუნებაზე იმუშავეს.

კომენტარები