აშშ

ტრამპმა სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპი
teletrader

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პანდემიისგან დაზარალებული ამერიკელებისათვის სამუშაო ადგილებს შექმნას.

ვიზების შეჩერება 525 000-მდე ადამიანს შეეხება. მათ შორის 170 000 ადამიანს, რომელთაც მწვანე ბარათი უნდა მიეღოთ. სავიზო შეზღუდვა მიმდინარე წლის აპრილში დაწესდა და მას ვადა 22 ივნისს გაუვიდა.

შეზღუდვა არ ეხებათ მათ, ვინც უკვე ფლობენ სამუშაო ვიზებს ან მწვანე ბარათებს. მათ შორის, ვისაც შეზღუდვა შეეხება, უმეტესობა ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული, ან აშშ-ში სეზონურ სამუშაოზე ჩადის. შეზღუდვა ასევე შეეხება მოკლევადიანი სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამებისათვის გასაცემ ვიზებსაც.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსს საფარად იყენებს საიმიგრაციო კანონების გასამკაცრებლად.

კომენტარები