პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ვაპირებ, არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარად დავაყენო

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ საკუთარ კანდიდატურას არჩევნებში მაჟორიტარად დააყენებს. ამის შესახებ ინაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი გამარჯვებისთვის ემზადება. 

"ვაპირებ მაჟორიტარად დავაყენო კანდიდატურა, არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული. ეს არ იქნება თბილისი, შეიძლება იყოს ბორჯომი, შეიძლება, სხვა მხარე იყოს. მე მგონი ყველგან მიმიღებენ, სადაც არ უნდა დავაყენო კანდიდატურა, ნებისმიერ მხარეში". –თქვა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხვალ, 23 მაისს, მეორე მოსმენაზეც დაუჭერს მხარს.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხვალ, 23 ივნისს, მეორე მოსმენით, ხოლო მომავალ კვირას მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა.

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – გუშინ, 21 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია აგრეთვე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

კომენტარები