ლეგენდარულმა ჰიპ-ჰოპ კოლექტივმა Public Enemy-მ ახალი სიმღერა – State of The Union გამოუშვა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
სიმღერის ვიდეოკლიპში რეიშარდ ბრუქსის მკვლელობის ამსახველი კადრებია გამოყენებული. ბრუქსი ატლანტას პოლიციის ოფიცერს დაპატიმრებისას შემოაკვდა.
Public Enemy ჰიპ-ჰოპ სცენაზე 1985 წელს გამოჩნდა. 1991 წელს ბენდმა სიმღერა – Fight The Power გამოუშვა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საპროტესტო სიმღერაა.