სერგეი გავრილოვი

გავრილოვი 20 ივნისზე: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა

მართალი ვყოფილვარ. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყო პრევენცია. უბრალო ხალხმა უარი თქვა, მხარი დაეჭირათ იმათთვის, ვინც საქართველოს ეწინააღმდეგება და ცდილობს, მისი სახელმწიფოს ფუნდამენტები საბოლოოდ მოარყიოს. აქედან გამოსავალი ერთადერთია - დროა ამ უსიამოვნებიდან გამოსვლის და მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის, პირველ რიგში კი რუსეთთან. ეს თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის კრიზისისა და სოციალური პრობლემების გადალახვას, დამოუკიდებელი საქართველოს აშენებას. ვფიქრობ, ამაში რუსეთის ინტერესიცაა და საქართველოსიც. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, ეს ჭუჭყიანი ქაფი ახლო მომავალში მოირეცხება. დარწმუნებული ვარ, მომავალი ეკუთვნის ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ხალხების ერთიანობას, ჩვენს საერთო გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. საქართველოს ქუჩებში კი ზეიმი იქნება!

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, 20 ივნისს, დარბევიდან ერთი წლის თავზე თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება.

კომენტარები