გამოსვლები აშშ-ში

სან-ფრანცისკოში სამოქალაქო ომის მომგები გენერლის, პრეზიდენტ გრანტის ბიუსტი ჩამოაგდეს

პარასკევს, 19 ივნისს გამართულ აქციაზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის პრეზიდენტ ულისეს გრანტის ბიუსტი ჩამოაგდეს.

სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, გრანტი აშშ-ის არმიის გენერალი იყო და აშშ-ის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ჯარს მონათმფლობელური სამხრეთის წინააღმდეგ უძღვებოდა.

სან-ფრანცისკოს პოლიციის ინფორმაციით, პარასკევი საღამოს რვა საათისთვის 400-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა ბიუსტის ჩამოსაგდებად, პოლიციას კი არავინ დაუკავებია.

გრანტის კრიტიკოსები იმ ფაქტზე მიუთითებენ, რომ პრეზიდენტი თავადაც ფლობდა მონას, რომელიც მას აჩუქეს და ერთ წელიწადზე მოკლე დროში, სამოქალაქო ომის დაწყებამდე გაათავისუფლა.

გაპრეზიდენტების შემდეგ გრანტმა გაატარა ისეთი კანონები, რომლითაც კუ-კლუქს-კლანს საქმიანობა შეუზღუდა.

კომენტარები