1 წელი 20 ივნისიდან

მარგველაშვილი: რამდენი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე რუსეთს არ აქვს

იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ გამარჯვება უწერია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი. ჩვენზე რამდენით მეტი ტანკი და ბეტეერიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრ იმპერიას გაუძლო და დაამარცხა. ამ იმპერიასაც დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე. ამ გამარჯვების შემდეგ ვიქნებით მთლიანი, ძლიერი, როგორიც ყოველთვის ვიყავით.

კომენტარები