კომპიუტერული თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ, Epic Games-მა ონლაინ თამაშის Fortnite-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.
ტრეილერში ახალი პერსონაჟი, ჯეისონ მომოას მიერ ეკრანზე გაცოცხლებული აქუამენი გამოჩნდა.
აქუამენი DC-ის პირველი პერსონაჟია, რომელიც Fortnite-ში გამოჩნდა. გასულ სეზონებში შემქმნელებმა დაამატეს Marvel-ის პერსონაჟები, მათ შორის თანოსი და დედპული.