უაქციზო საქონელი

512 კგ უაქციზო თუთუნის გადაზიდვა-რეალიზაციისთვის ოთხი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის ოთხი პირი დააკავა. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

დაკავებულებს ბრალად ედებათ სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები