გერმანიის პროკურატურის განცხადება

კრამონი: გერმანიის პროკურატურის სიტყვები, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, არასწორია

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, გერმანიის პროკურატურის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრორუსულად მოხსენიება, სიტყვების არასწორად შერჩევა იყო.

"საბედნიეროდ, ქართულმა ხელისუფლებამ თავიდან აირიდა კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, კადიროვის მიერ იყო შეკვეთილი. ევროკავშირი უფრო მეტად უნდა დაეხმაროს მეზობლებს მსგავს საძაგელ კრიმინალთან ბრძოლაში. გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობას "პრორუსული" უწოდა", - წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა.

გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. 

გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები