საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა.
კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.