მარნეული

მარნეულში 20 წლამდე კაცი მტკვარში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში, 20 წლამდე კაცი მტკვარში დაიხრჩო. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

შსს-ის ცნობით, მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები