დოლი პარტონი

ტედ კრუზი: მონებით მოვაჭრის ქანდაკება დოლი პარტონის ძეგლით უნდა ჩანაცვლდეს

Be Funky

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ტენესელი ქანთრი მუსიკოსის, დოლი პარტონის თაყვანისმცემლებმა პეტიცია გაავრცელს, რომელშიც კონფედერატი გენერლისა და კუ კლუქს კლანის დამფუძნებლის, ნათან ბედფორდ ფორესტის ქანდაკების დემონტაჟი და მის ადგილას დოლი პარტონის ძეგლის დადგმა მოითხოვეს. 

პეტიციას 16 000 ხელმოწერა აქვს, ინიციატივას არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, ტეხასის სენატორი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი გამოეხმაურა.

"მონებით მოვაჭრისა და კუ კლუქს კლანის დამფუძნებლის, ნათან ბედფორდ ფორესტის ქანდაკების დოლი პარტონის ძეგლით ჩანაცვლება ღირსეული ინიციატივაა."

ფორესტის ქანდაკება ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილში 1978 წლიდან დგას. ბოლო 20 წლის განმავლობაში ძეგლის მოხსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. 

11 გრემის მფლობელი მომღერალი და კომპოზიტორი დოლი პარტონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანთრი მუსიკოსია. განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი პარტონს მშობლიურ ტენესის შტატში ჰყავს.

კომენტარები