Inception

კრისტოფერ ნოლანის INCEPTION კინოთეატრებში დაბრუნდება

4K

კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერ Inception-ს ათი წელი უსრულდება. სტუდიამ Warner Bros.-მა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ფილმის კინოგაქირავებაში გაშვება. 

სტუდიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნოლანის მომავალი ფილმის Tenet პრემიერამ ორი კვირით გადაიწია. ახალი ბლოკბასტერი 17 ივლისის ნაცვლად 30 ივლისს გამოვა.

Warner Bros.-ის წარმომადგენლების თქმით სეანსების წინ მაყურებელს Tenet-ის ახალი თრეილერების ნახვის საშუალება ექნება.

გახმაურებული ბლოკბასტერი 2010 წელს გამოვიდა. ფილმის მთავარ გმირებს, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ადამიანის სიზმარში შეღწევა და ქვეცნობიერში აზრის ან იდეის ჩანერგვა შეუძლიათ. სურათში მთავარი როლები ლეონარდო დიკაპრიომ, მარიონ კოტიარმა, ელენ პეიჯმა, ტომ ჰარდიმ და კილიან მერფიმ შეასრულეს.

დასაწყისის განმეორებითი ჩვენებები ამერიკის ტერიტორიაზე 17 ივლისიდან დაიწყება.

 

კომენტარები