თვითმფრინავის ჩამოვარდა

აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთის ზღვაში ჩამოვარდა

BBC

აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთის ზღვაში ჩამოვარდა. პილოტი დაკარგულად ითვლება.

F-15C Eagle ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი საწვრთნელი მისიის დროს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ის საჰაერო ძალებში დაადასტურეს, რომ ბორტზე ერთი პილოტი იმყოფებოდა.

სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ჩამოვარდნილ თვითმფრინავსა და პილოტს ეძებენ.

კომენტარები