სპანჯბობი

NICKELODEON-ის პოსტის თანახმად სპანჯბობი შესაძლოა LGBTQ+ თემის წევრი იყოს

Metro

სატელევიზიო არხმა Nickelodeon სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ამ და ყველა მომდევნო თვეში ვზეიმობთ პრაიდს LGBTQ+ თემის წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად". – წერია არხის პოსტში.

პოსტს სპანჯბობის სერიალის The Legend of Korra-ს ბისექსუალი გმირისა და ტრანსგენდერი მსახიობის, მაიკლ კოენის ფოტოები აქვს მიბმული. 

თაყვანისმცემლების ნაწილს მიაჩნია, რომ შემქმნელების პოსტი მულტიპლიკაციური გმირის სექსუალურ ორიენტაციაზე მინიშნებაა, მეორე ნაწილის აზრით, ამ შემთხვევაში სპანჯბობი LGBTQ+ თემის მხარდამჭერად მოიაზრება.

არხის წარმომადგენლებს პოსტზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები