აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ აბასთუმნის მიმდებარედ მობილიზებული იყო 65 მეხანძრე-მაშველი. გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა თერმული დრონის საშუალებით.
მათივე ცნობით, პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13-ჯერ გადაიფრინეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.
აბასთუმნის ტყეში ხანძარი გუშინ, 13 ივნისს გაჩნდა. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.