ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 12-14 ივნისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩაისახოს და გააქტიურდეს" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები