ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში

გოცირიძე ღარიბაშვილის გამოსვლაზე: სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს "ბატონ ბიძინას"

დღევანდელ [ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის] მოსმენას არ დავესწრებით, [თავდაცვის] სისტემაში არის კორუფცია ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ არც ჩვენ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად, ერთადერთი, ჩვენ დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს "ბატონ ბიძინას". ჩემი აზრით, ახსენებს 7-ჯერ და ახლა დავითვლით, თუ ვისი პროგნოზი გამართლდება.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ ისაუბრა. 12 ივნისს პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაა დაგეგმილი, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ბოიკოტს უცხადებენ და არ ესწრებიან. თვითონ ღარიბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ ოპოზიციის შეკითხვებს არ უპასუხებს.

კომენტარები