კრიმინალი

შსს: განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შსს

სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული
მ.ა. თბილისში დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აცხადებს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები