კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღის მანძილზე კიდევ 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია

დილისთვის გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის ყველა წყარო დადგენილია.

მაგრამ დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა [სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელი].

აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან, ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა. დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა 822 იყო. ამირან გამყრელიძის განცხადების მიხედვით, ეს მონაცემი 827-მდე გაიზარდა.

კომენტარები