20 ივნისის აქცია

კაპანაძე კობახიძის "200 ნაციონალზე": ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება, რამეს გაარტყას, სულ აცილებს

მეორე არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას თავისი ძველი მესიჯბოქსი გაიხსენა და თქვა, რომ იქ "200 ნაციონალის შეკრება პრობლემა არაა".  

"20 ივნისის იქნება აქცია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ, რომ გაიხსენონ ის მძიმე დღეები, რაც შარშან ამ პერიოდში ხდებოდა", - თქვა კაპანაძემ. 

დეპუტატის თქმით, რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი მივა და არც ყველა ნაციონალი იქნება. 

"ზოგადად, ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება რამეს გაარტყას კობახიძემ, სულ ასე აცილებს", - თქვა სერგი კაპანაძემ. 

20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას მიერ აქცია გაიმართება. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა. 

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები