მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

მაჭუტაძე: ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს [ჩხეიძე] მეოხებით

ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო, საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული, მე ვიტყოდი, და ამ პოლიტიკურმა საბჭომ თავის თავმჯდომარედ ანუ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საუკეთესო მოქალაქე ქალბატონი ნატო ჩხეიძე. ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს მეოხებით და ამისთვის მას დიდი მადლობა

ამის შესახებ მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ, 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ პარლამენტის დეპუტატი, პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე დაასახელა

კომენტარები