Брат 2

რუსეთის პირველმა არხმა ფილმის БРАТ 2 ტიტრები აშშ-ში მიმდინარე არეულობის კადრებით შეცვალა

IMDB

მძაფრსიუჟეტიანი რუსული ფილმის Брат 2 გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა(Первый Канал, ОРТ) ეთერში ფილმი გაუშვა. 

ფინალური ტიტრები, რომელშიც სამსახიობო შემადგენლობა და გადამღები ჯგუფის წევრებია ჩამოთვლილი, არხმა ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებიის კადრებით ჩაანაცვლა. ვიდეოში პოლიციიისა და დემონსტრანტების შეტაკებების, მანქანების დაწვისა და მაღაზიების ძარცვის კადრები ჭარბობს. ვიდეოს ფონად ჯგუფის Наутилус Помпилиус სიმღერა Гудбай, Америка გასდევს, რომელიც ორიგინალ ტიტრებში ჟღერს.

სოციალურ ქსელებში მაუწყებლის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თავად OPT-ს პრეს-სამსახურის განმარტებით მათ არხზე ფინალურ ტიტრებს არასდროს აჩვენებენ, ხოლო ვიდეოკოლაჟი საინფორმაციო გამოშვების Время ნაწილი იყო. 

კომენტარები