კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2-ის წყარო უცნობია

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. 

"სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. 2 შემთხვევა სამწუხაროდ წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკვეველია, პირველწყარო რა იყო", - თქვა გახარიამ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები