ლელო

ლაშა ბაქრაძე: მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ

ლაშა ბაქრაძე
საუბარი რელიგიაზე

პოლიტიკური მოძრაობა ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ბაქრაძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სხვა განცხადებას არ გააკეთებს.

"მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ.

არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმეთვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.

ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და "იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო" მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა "ჩარევა სასურველია". ასე რომ, განვაგრძობ ჩემს ინდივიდუალურ ჩარევის გზას" - წერს ისტორიკოსი Facebook-ზე.

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი "კარგად არის განსაზღვრული და გადახედვა არ სჭირდება". ხაზარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის დაცული. მანვე თქვა, რომ ეკლესიისათვის მიწების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია.

მამუკა ხაზარაძის განცხადება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ იხილეთ აქ, ხოლო საპატრიარქოსათვის ტყეების გადაცემის შესახებ აქ.

კომენტარები