კორონავირუსი საქართველოში

ტაქსით პირბადის გარეშე მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება, შეზღუდვა ეხება მგზავრსაც და მძღოლსაც

ტაქსით პირბადის გარეშე მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება, შეზღუდვა ეხება მგზავრსაც და მძღოლსაც. 

თავდაპირველად, კანონპროექტით ჯარიმის ოდენობად 50 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა, ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების თქმით, "ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს იმდენი, რომ ის აღწევდეს მიზანს" და მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს მოქალაქეებს. 

კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავენ. ამის გარდა, 500 ლარით დააჯარიმებენ იურიდიულ პირს, რომელიც შენობაში პირს ნიღბის გარეშე შეუშვებს.

კანონპროექტში დეტალურად გაიწერება ადგილები, სადაც მოქალაქეებს პირბადის გარეშე ყოფნა არ შეეძლება. პირველადი ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, აფთიაქებს, ბანკებს და სხვა საჯარო თავშეყრის დაწესებულებებს, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ტაქსებს.

კომენტარები